ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰუმოვიჩმა, რომელსაც არაერთ გრანდში უთამაშია, თანაგუნდელებისგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ზლატანმა 10 თანაგუნდელი შეარჩია, ცენტრფორვარდად კი საკუთარი თავი დააყენა.
გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები: ლილიან ტურამი, ტიაგო სილვა, ალესანდრო ნესტა, მაქსველი
ნახევარმცველები: ჩავი, პატრიკ ვიეირა, პაველ ნედვედი
თავდამსხმლები: ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო
იბრაჰიმოვიჩს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 9 კლუბში უთამაშია. მივყვეთ ქრონოლოგიურად: მალმიო (1999–2001), აიაქსი (2001–2004), იუვენტუსი (2004–2006), ინტერი (2006–2009), ბარსელონა (2009–2010), მილანი (2010–2012), პარი სენ-ჟერმენი (2012–2016), მანჩესტერ იუნაიტედი (2016–2018), ლოს ანჯელეს გელექსი (2018–2020), მილანი (2020–2023).