ზიელინსკის ინტერში შესაძლო ტრანსფერის პირობები ცნობილი გახდა

მილანის “ინტერი” “ნაპოლის” ნახევარმცველის პიოტრ ზიელინსკის  ტრანსფერით ინტერესდება.

29 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია “ნაპოლისთან” კონტრაქტი, რომელიც სეზონის ბოლოს ეწურება. 

Calciomercato-ს ცნობით, ორშაბათს “ინტერმა” მოლაპარაკება გამართა პოლონელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან თავისუფალი აგენტის სტატუსით შესაძლო ტრანსფერზე. 
წყაროს ცნობით, ნახევარმცველს “ინტერში” წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, “ნერაძურის” ასევე 4-5 მილიონი ევროს ბონუსის გადახდა მოუწევთ.

პიოტრ ზიელინსკი “ნაპოლიში” 2016 წლიდან თამაშობს.