მილანის “ინტერი” “ნაპოლის” ნახევარმცველის პიოტრ ზიელინსკის ტრანსფერით ინტერესდება.
29 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია “ნაპოლისთან” კონტრაქტი, რომელიც სეზონის ბოლოს ეწურება.
Calciomercato-ს ცნობით, ორშაბათს “ინტერმა” მოლაპარაკება გამართა პოლონელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან თავისუფალი აგენტის სტატუსით შესაძლო ტრანსფერზე.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველს “ინტერში” წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, “ნერაძურის” ასევე 4-5 მილიონი ევროს ბონუსის გადახდა მოუწევთ.
პიოტრ ზიელინსკი “ნაპოლიში” 2016 წლიდან თამაშობს.