“-ი რომ ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა”, – იბრაჰიმოვიჩმა ინტერიდან ბარსელონაში გადასვლა გაიხსენა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2009 წელს „ინტერიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა გაიხსენა.

„იმ დროს „ბარსელონაში“ გადასვლა ყველას ოცნება იყო. „ინტერში“ მე ყველაფერი გავიღე და ზრდა და განვითარება მინდოდა.

პირველი ნახევარი წელი კარგი გამოვიდა, შემდეგ კი ხასიათი და ფიქრები შეიცვალა. „ინტერთან“ დაპირისპირება ჩემპიონტა ლიგაზე? VAR-ი რომ ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

„ბარსაში“ რთული პერიოდი მედგა, მწვრთნელს (პეპ გვარდიოლას) ჩემი ნებისმიერ ფასად გაყიდვა უნდოდა.

„მილანს“ ვეთამაშებოდით და რონალდინიომ მითხრა: „მატჩის შემდეგ ჩვენთან წამოდი.“ გალიანი სახლთან მესტუმრა, რათა ტრანსფერზე დავეყოლიებინე. ბერლუსკონისთან საუცხოო ურთიერთობა მქონდა და ამან ღიმილი დამიბრუნა.

„პსჟ-ში“ წასვლა არ მინდოდა, „მილანში“ მსურდა დარჩენა, მაგრამ მათ ტიაგო სილვასთან ერთად გაგვყიდეს. საბოლოოდ, სიტყვის კაცი ვარ და გუნდი დავტოვე და ეს ფანტასტიკური დრო გამოვიდა.“, – აღნიშნა იბრამ.