უეფას ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარდგენილი სამეული ცნობილია

ცნობილი გახდა უეფას ვერსიით სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები.

2022/23-სეზონის პრემიის ფინალისტები პეპ გვარდიოლა, სიმონე ინძაგი და ლუჩანო სპალეტი გახდნენ.

გვარდიოლამ „სიტის“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და ასევე ტრებლი შეასრულა, ინძაგიმ „ინტერი“ 13 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სპალეტიმ კი 33-წლიანი პაუზის შემდეგ, „ნაპოლის“ ისტორიაში მე-3 სკუდეტო მოაგებინა.

გამარჯვებული 31 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს გამოვლინდება.