ცნობილი გახდა, როდის გაახანგრძლივებს მხითარიანი ინტერთან კონტრქაქტს

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ჰენრიკ მხითარიანი კლუბთან ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.

“ნერაძური” 34 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია. 

ინსაიდერის ნიკოლო სკირას განახლებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბერში მხარეები გააფორმებენ კონტრაქტს, რომელიც ძალაში იქნება 2025 წლის ზაფხულამდე.

სომეხ ნახევარმცველს სიმონე ინძაგის გუნდში მიმდინარე სეზონში 17 მატჩში ორი გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.