“ინტერის” ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი უახლოეს მომავალში გუნდს ვერ დაეხმარება.
მილანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი სერია A-ს მეხუთე ტურის მატჩში “ემპოლისთან” (1:0) დაშავდა.
ორშაბათს, 25 სექტემბერს, არნაუტოვიჩმა გაიარა სამედიცინო გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ თავდამსხმელს მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმვა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ აღდგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
იტალიის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს “ინტერი” 27 სექტემბერს “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართავს.