სტეფანო სენსი კარიერას ლესტერში გააგრძელებს

მილანის ინტერის ნახევარმცველი, სტეფანო სენსი იტალიას დატოვებს და კარიერას ინგლისურ ლესტერში გააგრძელებს.

მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ და 28 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბთან ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააგრძელებს.

სტეფანო სენსიმ ინტერის მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.