“ატალანტას” ცენტრალური მცველი ჯორჯო სკალვინი მილანის ინტერის პრიორიტეტული სამიზნე გახდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გასული სეზონის ბოლოს “ნერაძურის” პოტენციურ ახალწვეულებს შორის დასახელდა, მაგრამ მოლაპარაკებებმა შედეგს ვერ მიაღწია.
მას შემდეგ იტალიელმა ტალანტმა მოახერხა მრავალი უცხოური გრანდის ყურადღების მიქცევა, მაგრამ ამ შემთხევაში “ინტერიც” არ დგას განზე.
Tuttosport-ის ცნობით, მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ მომავალი ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნად სკალვინი უკვე დაასახელა.