სიმონე ინძაგიმ სერია -ს რეკორდი დაამყარა

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ სერია A-ს სამწვრთნელო რეკორდი დაამყარა. 

47 წლის სპეციალისტმა გუშინ იტალიის უმაღლეს დივიზიონში მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მე-300 მატჩი ჩაატაარა და “ჯენოა” 2:1 დაამარცხა. 
როგორც Opta წერს, ინძაგი გახდა სერია A-ს რეკორდსმენი ყველაზე მეტი მოგებით მის პირველ 300 თამაშში. 
სპეციალისტს 179 მოგება აქვს – მეტი ვიდრე წინა რეკორდსმენ კარლო ანჩელოტის (172) და მასიმილიანო ალეგრის (171).