მილანის “ინტერის” პრესსამსახურის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ახალ სამუშაო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
47 წლის მწვრთნელი “ნერაძურის” 2021 წლის ივნისიდან ხელმძფვანელობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა იტალიის თასის და სუპერთასის გამარჯვებული.
გასულ სეზონში ინძაგიმ “ინტერი” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა, სადაც მისმა გუნდი მანჩესტერ “სიტისთან” 1-0 დამარცხდა.