შეთანხმება შედგა — სიმონე ინძაგი ინტერთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ინტერის ხელმძღვანელობას და სიმონე ინძაგის შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა — 48 წლის სპეციალისტი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდება და სიმონე ინძაგი ხელფასის სახით წელიწადში 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ინძაგი ინტერში 2021 წლიდან მუშაობს და ნერაძურისთან ერთად ერთხელ სერია ა, ორჯერ იტალიის თასი, ხოლო სამჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო.