სერბი ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი “უდინეზედან” კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალური ქსელით იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებაზე, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
გასულ სეზონში სამარჯიჩმა იტალიის ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.