შაბათ-კვირას გამორჩეული მატჩები გველოდება

შაბათ-კვირას ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში ბევრი საინტერესო მატჩი გველოდება. 

იუვენტუსი 🆚 ნაპოლი

აპენინებზე შაბათს საღამოს, დიდი საფეხბურთო ჯახი გველოდება. ალანც სტედიუმზე ერთმანეთს, იუვენტუსი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, ორივე კლუბში სეზონის წინ, ახალი მწვრთნელი მივიდა. იუვენტუსი ტიაგო მოტამ ჩაიბარა და სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, ”ზებრები” ამ ეტაპზე მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან. გუნდმა საწყისი ორი ტური საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო, ხოლო შემდეგ ორი მატჩში უგოლო ფრე გააგორა. ”ბებერ სინიორას” საკუთარ კარში ბურთი არ აქვს მიღებული და ჩემპიონატში ეს საუკეთესო მაჩვენებელია. ტურინში ანტონიო კონტე ბრუნდება, იუვენტუსის ოქროს ხანის, ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ზაფხულში ნაპოლი ჩაიბარა და ჯერ-ჯერობით გუნდი მისი ხელმძღვანელობით კარგად გამოიყურება. 

კონტემ გუნდში მოსვლისთანავე, შემადგენლობის გაძლიერება მოითხოვა. ნაპოლი გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ ვიქტორ ოსიმენმა დატოვა, მის შემცვლელად კი კლუბმა კონტესათვის გამორჩეული მოთამაშე, რომელუ ლუკაკუ მიიყვანა, ასევე გუნდმა დაცვის და ნახევარდაცვის გაძლიერებაზე იზრუნა. ”პარტენოპეიმ” ნისლიანი ალბიონიდან შოტლანდიური დუეტი შეიძინა, ბილი გილმორის და სკოტ მაკტომინეის სახით, ხოლო უკანახაზში ალესანდრო ბონჯორნო და რაფა მარინი დაიმატა. ნაპოლიმ პირველ ტურში მწარე მარცხი იწვნია და ვერონასთან 3-0 წააგო, ხოლო მას მერე გუნდმა მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე განთავსდა. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გველოდება. 

მანჩესტერ სიტი 🆚 არსენალი 


ნისლიან ალბიონზე კვირას დიდი მატჩია, მანჩესტერში ერთმანეთს, ხოსეპ გვარდიოლას სიტი და მიკელ არტეტას არსენალი შეხვდებიან. ”ქალაქებეს” 100% შედეგი აქვთ, ოთხი მატჩი და მაგდენივე გამარჯვება, რაც ავტომატურად ცხრილის სათავეში ყოფნას ნიშნავს, არც არსენალს აქვს ცუდი სტარტი, ”მეთოფეებმა” სამი შეხვედრა მოიგეს და ერთი ფრედ ითამაშეს, მისნი ფეხდაფეხ მიყვებიან პეპის გუნდს, რასაც მივეჩვიეთ კიდეც. გასულ სეზონში სიტიმ ორ მატჩში არსენალთან მხოლოდ 1 ქულა აიღო, რაც მათთვის ძალიან ცოტაა. არსენალი ”ლურჯების” მთავარი კონკურენტია და ამ სეზონშიც არტეტას გუნდის მიზანი ჩემპიონობაა.

შეხვედრას ორი ხელოვანი მოთამაშე გამოაკლდება, არსენალს თავისი გუნდის კაპიტანი და ჩემპიონატის გამორჩეული გამთამაშებელი მარტინ ოდეგორი არ ეყოლება, ნორვეგიელი ტერფის ტრავმას იშუშებს და ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამოაკლდება, ასევე დიდია იმის შანსი, რომ პეპის გუნდის ჯადოქარი კევინ დე ბრუნი მოედანზე ვერ გავიდეს, ბელგიელმა ჩემპიონთა ლიგაზე ინტერთან შეხვედრაში კუნთის დაზიანება მიიღო და ჯერ უცნობია მოასწრებს თუ არა ის გამოჯანმრთელებას. 

სიტის მთავარი გოლეადორი და მსოფლიოს გამორჩეული ფორვარდი ერლინგ ჰალანდი საოცარ ფორმაშია, სკანდინავიელის ანგარიშზე 4 თამაშში 9 გატანილი გოლია, რაც უბრალოდ გასაოცარი მაჩვენებელია და მისი განეიტრალება ვილიმ სალიბას მთავარი ამოცანაა, არსენალის უკანახაზელი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში და სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დაამტკიცოს თავისი, მაღალი კლასი და ოსტატობა. ასევე გამოსარჩევია ბუკაიო საკა, რომელმაც საწყის ტურებში, 1 გოლის გატანა მოახერხა და ასევე ოთხჯერ გაატანინა თავის თანაგუნდელებს. რაჰიმ სტერლინგი უბრუნდება ეტიჰედ სტედიუმს სადაც არა ერთი ტიტულის მოგება მოახერხა, ამჯერად ის არსენალის მაისურით გამოვა მოედანზე. კვირას 19:30-ზე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა უნდა ვიხილოთ. 
ლიონი 🆚 მარსელი 
გიორგი მიქაუტაძის ლიონს მძიმე პერიოდი უდგას. საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მძიმე კრიზისშია, გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილშია და გასავარდნ ზონასთან ახლოს არის. შემდეგ ტურში პიერ საჟის გუნდს მარსელის ოლიმპიკთან ელოდება შეხვედრა. რობერტო დე ძერბის გუნდი სეზონს ფანტასტიკურად იწყებს, მარსელი ძალიან ლამაზ და შემტევ ფეხბურთს გვთავაზობს. ამის ხარჯზე იტალიელი სპეციალისტის გუნდი, ცხრილის მეორე პოზიციას იკავებენ და სერიოზულ კონკურენციას უწევენ პსჟს. 
მიქაუტაძემ საკლუბო სეზონი ცუდად დაიწყო, ქართველ ფორვარდს, თავის ახალ კლუბში თავის გამოჩენა ჯერ არ გამოსვლია და მისი პირველსავე წამებიდან თამაშის დაწყება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გიორგი ჯერ ვერ პოულობს თავის თამაშს და ამისათვის მას დრო სჭირდება. ეს შეხვედრა მისთვის შეიძლება გარდამტეხი გამოდგეს, რადგან მან თუ მოახერხა ამხელა მნიშვნელობის შეხვედრაში გოლის გატან, შესაძლოა ეს დიდი ფსიქოლოგიური მუხტი იყოს ქართველი გოლეადორისთვის. შეხვედრა კვირას 22:45-ზე დაიწყება. 
ინტერი 🆚 მილანი
კვირას იტალიის სერია A-ში, დიდი მატჩია ჩანიშნული. ორი მილანური გრანდი გაარკვევს ერთმანეთში თუ რა ფერია ”მოდის ქალაქი”. შეხვედრა, რომლის მოახლოებაც მილანში, რამდენიმე კვირით ადრე იმჩნევა და მთელი ქალაქი მოუთმენლად ელის მატჩის სტარტს. დერბი დელა მადონინას ნომინალური მასპინძელი, სიმონე იძაგის გუნდი იქნება. ბოლო წლებში ინტერს საგრძნობი უპირატესობა აქვს, მილანთან უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 6 გამარჯვება, სწორედ ”ნეროაძურის” ანგარიშზეა. 
მილანმა სეზონი საშინლად დაიწყო, პაულო ფონსეკას გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თუ პორტუგალიელი არა დამაკმაყოფილებელ შედეგს დააფიქსირებს ამ შეხვედრაში ის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ”როსონერის” მხოლოს ერთი გამარჯვება აქვს, ამას ემატება ლივერპულთან უსახური თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდში საკმაოდ არეული სიტუაციაა და ფონსეკას ამას ვერ უმკლავდება. შესაძლოა ეს პორტუგალიელისთვის ბოლო შეხვედრა გამოდგეს მილანის მწვრთნელად. 

მოედნის უპირატესობა ინტერს აქვს, სან სიროზე მეტი შავ-ლურჯი მაისური იქნება წარმოდგენილი, თან ეს შეხვედრა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია. ესეთ მატჩებში სეზონის ბედიც კი წყდება. სიმონე ინძაგის გუნდი კარგად გამოიყურება, გუნდმა ზედიზედ ორი ფრე ითამშა, მონცასთან სადაც თამაშის მოგებაც შეიძლებოდა და მანჩესტერ სიტისთან გასვლაზე, რაც საკმაოდ მისაღები მაჩვენებელია. ინტერი შეხვედრის ფავორიტია, მაგრამ დერბი დელა მადონინაში ხშირია მოულოდნელობები და სენსაციები. მატჩი 22:45-ზე აიღებს სტარტს.