სასამართლომ ლაუტარო მარტინესი დამნაშავედ ცნო ძიძის უკანონოდ გათავისუფლებაში

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი დამნაშავედ ცნეს ძიძის უკანონოდ გათავისუფლებაში. 

27 წლის ქალი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მას მძიმე ავადმყოფობის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე თვის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა.

ახლა არგენტინელს სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ჟურნალისტი მატია ბარზაგი სოციალურ ქსელში იტყობინება.