სამირ ჰანდანოვიჩი კარიერას ასრულებს და ინტერში თანამდებობაზე დაინიშნება

გოლკიპერი სამირ ჰანდანოვიჩი საფეხბურთო კარიერას 39 წლის ასაკში დაასრულებს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სლოვენიელი „ინტერში“ ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.

ჰანდანოვიჩი „ინტერში“ 2012 წლიდან თამაშობდა და „ნერაძურის“ შემადგენლობაში 455 მატჩი ჩაატარა, ამ მაჩვენებლით ის ივან კორდობასთან მე-10 ადგილს იკავებს კლუბის ისტორიაში.

„ინტერის“ შემადგენლობაში ჰანდანოვიჩმა 166 მშრალი მატჩი ჩაატარა და სერია ა-სთვის სარეკორდო 32 პენალტი მოიგერია.

კლუბთან ერთად მან 5 ტიტული მოიგო: ერთი სკუდეტო, ორი თასი და ორი სუპერთასი.