სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის – ინტერი საინტერესო ტრანსფერს ახორციელებს

მილანის “ინტერი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და გადაწყვეტილია, რომ გუნდი მარკო არნაუტოვიჩს დაიმატებს.

34 წლის ავსტრიელი შემტევი მილანში დღეს ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ინძაგის გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ არნაუტოვიჩი “ინტერში” 2010 წელსაც თამაშობდა, როცა მილანელებმა ტრიპლეტი მოიგეს.
გასულ სეზონში კი ის “ბოლონიას” ფეხბურთელი იყო, სადაც 21 მატჩში 10 გოლი გაიტანა. “ინტერი” მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის.