გასულ ღამეს, იტალიის ქალაქ მილანში დერბი დელა მადონინა გაიმართა, მატჩის წინ ”როსონერი” აუტსაიდერად მიიჩნეოდა, რადგან ახალი მწვრთნელის ხელში, მილანმა ჯერ თავისი თამაში ვერ იპოვა. პაულო ფონსეკა ახლოს იყო თავისი პოსტის დატოვებასთან, პორტუგალიელი უდიდესი კრიტიკის ქვეშ იმყოფება. მილანს სტარტი არ გამოუვიდა, მაგრამ გუშინდელმა შეხვედრამ მილანის ტიფოზებსაც მცირე იმედი გაუჩინა. ფონსეკამ ტაქტიკა და სათამაშო სტილი შეცვალა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, არა 4-2-3-1 სქემის დაყენება არამედ, კლასიკური 4-2-2 გამოსცადა. მილანის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაღალი პრესინგი და აწეული დაცვის ხაზი იყო, რაც გუშინდელ შეხვედრაში გაქრა. მილანმა მეტოქეს ბურთი მთლიანად დაუთმო და დაცვის ხაზი უკან დაწია, რამაც ინტერი საკმაოდ დიდ გაუგებრობაში ჩააგდო.
რა თქმა უნდა, სწრაფ გოლს თავისი ეფექტი მოჰყვა და მილანს დიდი სათამაშო მუხტი მისცა, პირველი გოლი მატჩის მე-10 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა, პირველივე ტაიმში ანგარიში ფედერიკო დიმარკომ გაათანაბრა, მაგრამ მეორე ნახევარი პაულო ფონსეკას გუნდმა, უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მილანმა უბურთოდ ცენტრალური ზონა დაიპყრო და არ მისცა შანსი ინტერის „რეჯისტას” ჰაკან ჩალჰანოღლუს ბურთის განაწილების. მეორე ნახევარში თურქი გაიყვანეს, ასევე ტეო ერნანდესმა უმაღლეს დონეზე იასპარეზა, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც და დენზელ დუმფრიზი გაანეიტრალა, მეორე 45 წუთში მილანს ბევრი მომენტი შეექმნა და ამ მომენტების უმეტესობა გუნდმა ვერ გამოიყენა, მაგრამ მატჩის მიწურულს ტიჯანი რეინდერსის ჯარიმას, მატეო გაბიას თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიში 1-2 გახდა, მილანის სკოლის აღზრდილმა მოაგებინა თავის კლუბს და დიდი შავი სერია დაასრულა თავისი კლუბისთვის დერბი დელა მადონინაში.