ოსიმენის მილანის ინტერის წინააღმდეგ თამაში საეჭვოა

“ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს ნეაპოლურ გუნდს მილანის “ინტერთან” მატჩში დახმარებას. 

Sky Sport-ის ინფორმაციით, ნიგერიელი ფორვარდის მონაწილეობა მნიშვნელოვან თამაშში ეჭვქვეშ დგას – მას კუნთის პრობლემა აქვს. 
ნიგერიელმა გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და დიდია იმის ალბათობა, რომ ფრანჩესკო კალცონა იძულებული გახდეს, პრინციპული მატჩი ფორვარდის გარეშე დაიწყოს.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. 
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 17 მარტს, სერია A-ს 29-ე ტურის ფარგლებში გაიმართება.