ოფიციალურად: ოთხი იჯარის შემდეგ, ინტერმა ვალენტინო ლაზარო საბოლოოდ გაყიდა

„ინტერმა“ ვალენტინო ლაზარო „ტორინოში“ გაყიდა.

გასული სეზონი მცველმა „ტორინოში“ იჯარით გაატარა და სერია ა-ს 23 მატჩში 4 ასისტი მიითვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიელმა 2019 წლიდან „ინტერის“ მაისურით მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და 4-ჯერ გუნდი იჯარით დატოვა – „ნიუკასლში“, „გლადბახში“, „ბენფიკასა“ და „ტორინოში“.

27 წლის ფეხბურთელი ტურინულ გუნდში 4 მილიონ ევროდ გადავიდა.