მორიგი სენსაცია იტალიის თასზე – ბოლონიამ ინტერი დაამარცხა

იტალიის თასის 1/8 ფინალში ბოლონიამ ინტერი დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა

ტიაგო მოტას გუნდი კოპა იტალიის 1/4 ფინალში ფიორენტინას შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ პარმას მოუგო
შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის 1/8 ფინალი ნაპოლიმაც ვერ გადალახა – პარტენოპეი ფროზინონესთან 0-4 განადგურდა