მხითარიანი ინტერთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ჰენრიხ მხითარიანი ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს

წყაროს ცნობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და 34 წლის სომეხი ფეხბურთელი ნერაძურიში კიდევ 1 წლით, 2025 წლამდე დარჩება
შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანი ინტერში 2022 წელს გადავიდა და ჩატარებულ 72 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გაიფორმა