მილანის ინტერს გუდმუნდსონის დამატება სურს

მილანის “ინტერი” “ჯენუას” თავდამსხმელის ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს. 

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ნერაძურის” 26 წლის ისლანდიელის იჯარით აყვანა სურს, შემდგომი გამოსყიდვის ვარიანტით. 
გუდმუნდსონმა იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში ათი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.