მილანის ინტერმა ტარემის ტრანსფერი გამოაცხადა

ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი, კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 

მილანის “ინტერმა” 31 წლის ფორვარდის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. 
ტარემი “ნერაძურს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. იტალიურ ტოპ კლუბთან მან სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. 
შეგახსენებთ, რომ ტარემი ბოლოს “პორტოს” მაისურს ირგებდა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.