მანჩესტერ სიტი დიმარკოს ტრანსფერით ინტერესდება

25 წლის იტალიელ მცველ ფედერიკო დიმარკოს, რომლიც მილანის “ინტერს” ეკუთვნის, ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში კარიერის გაგრძელების შესაძლებობა აქვს. ამის შესახებ Calciomercato იუწყება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის ტრანსფერით მანჩესტერ “სიტი” ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში დიმარკომ იტალიის ჩემპიონატის ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. 
მცველის სამუშაო ხელშეკრულება “ნერაძურისთან” 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მისი ღირებულება 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული.