მანჩესტერ იუნაიტედი ფედერიკო დიმარკოს ტრანსფერით ინტერესდება

25 წლის იტალიელი მცველი ფედერიკო დიმარკო, რომელიც მილანის “ინტერში” გამოდის, შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში გააგრძელოს. ამის შესახებ Calciomercato-ს იუწყება.

ფეხბურთელის მომსახურებით მანჩესტერ “იუნაიტედი” ინტერესდება. 

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დაცვის გაძლიერებას აპირებს, რადგან გუნდს ტრავმების გამო ამ ზონაში პრობლემები აქვს.