ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ლეგენდები – მილანის “ინტერის” ლეგენდების მატჩზე დასასწრები ბილეთების 98% გაყიდულია. ბილეთების გაყიდვა ონლაინ მიმდინარეობს.
7 მარტს, Sports Orient-ის ორგანიზებით, ბათუმში, „ლეგენდების სერიის“ ფარგლებში, ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი პარტნიორია SMH Sports.
საქართველოში ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ჟულიო სეზარი, ლუსიო, მაიკონი, ესტებან კამბიასო, ვესლი სნეიდერი, გორან პანდევი, დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, ივან კორდობა, კარაგუნისი და ბორხა ვალერო ჩამოვლენ.
საქართველოს ლეგენდების ნაკრებში გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე, შოთა არველაძე, აჩი არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე, კახა ცხადაძე, ნუკრი რევიშვილი, გოჩა ჯამარაული და გიორგი დემეტრაძე ითამაშებენ.