ლეგენდების მატჩი – ინტერს კიდევ 3 ფეხბურთელი დაემატა

7 მარტს, ბათუმში, ახალი პროექტის – „ლეგენდების სერია“ (Legend Series)-ს ფარგლებში, ვარსკვლავების მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ინტერისა” და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.
როგორც “ინტერის”, ისე საქართველოს ნაკრების მხრიდან ცნობილი გახდა კიდევ რამდენიმე მოთამაშის ვინაობა, ვინც ამ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.’
ინტერის შემადგენლობიდან ივან კორდობას, კარაგუნისის და ბორხა ვალეროს, ქართველების მხრიდან კახა ცხადაძის, ზურა ხიზანიშვილის, ნუკრი რევიშვილის, აჩი არველაძის, გოჩა ჯამარაულის და გიორგი დემეტრაძის მონაწილეობა დაანონსდება.

ამ დრომდე ცნობილია, რომ ინტერის შემადგენლობაში ითამაშებენ: ჟულიო სეზარი, ლუსიო, მაიკონი, მატერაცი, ძანეტი, კამბიასო, ფიგუ, სნეიდერი, პანდევი, მილიტო, პალასიო