ლაუტარო მარტინესი ინტერთან ახალ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა მილანის “ინტერთან” ახალ შრომით ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.

როგორც ჟურნალისტებმა შეიტყვეს, მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. პროცესი კარგად მიდის და შესაბამისად, დიდი ალბათობით, ახალი გარიგება მალე გაფორმდება. 

ლაუტაროსა და “ნერაძურის” შორის ახალი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. გარიგების პირობებით, მარტინესი გახდება გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა სერია A-ს ხუთ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.