არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა მილანის “ინტერთან” ახალ შრომით ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.
როგორც ჟურნალისტებმა შეიტყვეს, მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. პროცესი კარგად მიდის და შესაბამისად, დიდი ალბათობით, ახალი გარიგება მალე გაფორმდება.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა სერია A-ს ხუთ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.