Transfermarkt-ის მიხედვით, იტალიის სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ლაუტაროა — ინტერის შემტევი 110 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილს 90 მილიონით მილანის გარემარბი, რაფაელ ლეაო იკავებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია 80 მილიონი ღირს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.
იტალიის სერია ა-ს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:
1) ლაუტარო მარტინესი (ინტერი) — €110 მილიონი
2) რაფაელ ლეაო (მილანი) — €90 მილიონი
3) ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) — €80 მილიონი
4) ნიკოლო ბარელა (ინტერი) — €80 მილიონი
5) ალესანდრო ბასტონი (ინტერი) — €70 მილიონი
6) დუგლას ლუიში (იუვენტუსი) — €70 მილიონი
7) მარკუს ტურამი (ინტერი) — €65 მილიონი
8) დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) — €65 მილიონი
9) ტეო ერნანდესი (მილანი) — €60 მილიონი
10) გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი) — €60 მილიონი