კოსტაკურტა: “ჩალჰანოღლუ სერია -ს საუკეთესო ფეხბურთელია”

მილანის “ინტერმა” სერია A-ს მეთერთმეტე ტურში ბერგამოს “ატალანტა” დაამარცხა (2:1), “ნერაძურის” მხრიდან ორი გოლიდან ერთი ჰაკან ჩალანოღლუმ გაიტანა. 

ვეტერანი იტალიელი მცველი, ალესანდრო კოსტაკურტა, თვლის, რომ ამ მომენტისთვის ჩალჰანოღლუ შეიძლება სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვალოს.

“ჩალანოღლუ, ლაუტარო მარტინესის მსგავსად, ინტერის ლიდერია. მათი 

შედრგები შემთხვევითი არ არის. ზოგადად ჩალანოღლუ, ალბათ, საუკეთესო ფეხბურთელია სერია A-ში. ის წარმოუდგენელად კარგია“, – ციტირებს კოსტაკურტას სიტყვებს fcinter1908.it.

სერია A-ს მომდევნო ტურში “ინტერი” საკუთარ მოედანზე “ფროსინონეს” დაუპირისპირდება.