კონტეს შემდეგ პირველად, ინტერმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგო

მილანის “ინტერმა” ჩემპიონატში გამარჯვებების სერია შინ “ჯენოას” დამარცხებით (2:1) გააგრძელა. 

“ნერაძურიმ” კრისტიან ასლანისა და ალექსის სანჩესის გოლების წყალობით გაიმარჯვა. 
“ინტერისთვის” ეს სერია A-ში ზედიზედ მეცხრე მოგებული მატჩია – ეს კი პირველად მოხდა  სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობის დროს. 
მანამდე გუნდმა ზედიზედ ცხრა მოგებას 2021 წლის დასაწყისში მიაღწია – თუმცა ანტონიო კონტეს დროს ეს სერია 11 მატჩამდე გაგრძელდა.