“ჯობია, ინტერში ასეთი ფეხბურთელები საერთოდ არ იყვნენ”, – მორატიმ ლუკაკუ გააკრიტიკა

მასიმო მორატი თვლის, რომ რომელ ლუკაკუ “იუვესთან” მოლაპარაკების გამო ინტერს არ სჭირდება.

მოგეხსენებათ, ბელგიელი თავდამსხმელი “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის დამარცხებიდან 2 დღის შემდეგ შეუთანხმდა. თუმცა, ამ დროისთვის ტრანსფერი არ განხორციელებულა, რადგან ბიანკონერი ამ ტრანსფერს მხოლოდ დუშან ვლახოვიჩის წასვლის შემთხვევაში განახორციელებს.

„გუნდი დატოვა ისეთმა დიდმა თავდამსხმელმა, როგორიც ედინ ძეკოა. მისი შეცვლა ადვილი არ იქნება. ახლა ჩვენ გვჭირდება კარგი თავდამსხმელი, რათა ტიტულისკენ დავისახოთ მიზანი.

ლუკაკუს შეგნებულად არ ვახსენებ. არ მომეწონა მისი დაპირებები ერთგულებაზე და განცხადებები იმ მომენტში, როდესაც ის სხვა კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ეს არ მოეწონა ინტერის არცერთ გულშემატკივარს.

იმედგაცრუებული ვიყავი ამ დამოკიდებულებით. ჯობია ინტერში ასეთი ფეხბურთელები საერთოდ არ იყვნენ.”, – განაცხადა “ინტერის” ყოფილმა მფლობელმა, მასიმო მორატიმ.