ინტერს კვირის ბოლომდე სამარჯიჩის ტრანსფერის დახურვა სურს

მილანის “ინტერს” “უდინეზეს” ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩთან ტრანსფერის დახურვა ამ კვირის ბოლომდე სურს. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, “ნერაძურის” წარმომადგენლებმა უკვე დანიშნეს საბოლოო შეხვედრა “უდინეზეს” ხელმძღვანელობასთან და ფეხბურთელის აგენტებთან, რომელზეც გარიგება უნდა გაფორმდეს.

წყაროს ცნობით, “ინტერი” სამარჯიჩში 15 მილიონ ევროს გადაიხდის. სერბმა სიმონე ინძაგის გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

იტალიის სერია A-ს ბოლო გათამაშებაში სამარჯიჩმა 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.