მიუნხენის “ბაიერნის” მცველი კიმ მინ ჯე შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის მომსახურებით “ინტერი” ინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ მილანურ კლუბს სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს.
ფეხბურთელის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2028 წლამდეა გათვლილი.