ინტერს და ლაუტაროს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები იწყება

მილანის ინტერს გუნდის ლიდერის, ლაუტარო მარტინესის შენარჩუნება სურს და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს.

26 წლის არგენტინელი შემტევი ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ნერაძური 8 მილიონს სთავაზობს – მხარეებს შორის შეხვედრა მარტში გაიმართება.

ლაუტარო მარტინესი ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. მან გუნდის მაისურით 267 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 124 გოლი გაიტანა და 41 ასისტი გაიფორმა.