როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერმა” იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
“ნერაძური” მომავალ სეზონში გაძლიერებას უკვე გეგმავს.
Tuttosport-ის ცნობით, მილანურმა კლუბმა ზაფხულის ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოჰყო.
“ინტერი” მომდევნო მატჩს კვირას, 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე “ტორინოს” წინააღმდეგ გამართავს.