მილანის ინტერმა მეჰდი ტარემის აგენტთან ყველა დეტალი შეათანხმა და ფეხბურთელს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ირანელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და წინასწარ კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ მეჰდი ტარემი პორტუს ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ჩატარებულ 171 შეხვედრაში 86 გოლი გაიტანა და 53 ასისტი გაიფორმა.