“ლილის” პორტუგალიელი მცველი ტიაგო ჯალო შესაძლოა იტალიურ ტოპ კლუბში გადავიდეს. ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება.
ფეხბურთელის მომსახურებით მილანის “ინტერი” ინტერესდება. “ნერაძურიმ” მოლაპარაკებები დაიწყო ფეხბურთელის გარემოცვასთან და გარიგების დასასრულებლად ემზადებიან.