Football Insider-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ნიკოლო ბარელათი ინტერესდება და მომავალ წელს მის ტრანსფერზე იფიქრებს.
მიუხედავად ამისა, ინტერი 27 წლის ფეხბურთელს მარტივად არ დათმობს – გავრცელებული ცნობებით, “ნერაძური” იტალიელის სანაცვლოდ მინიმუმ £70 მილიონს ითხოვს.
ბარელამ ინტერთან კონტარქტი გასულ ზაფხულში გაახანგრძლივა. მისი ხელშეკრულება 2029 წლამდეა ძალაში.