ინტერმა ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა მილანის “ინტერთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. 

ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. 
ამჟამად 26 წლის არგენტინელის კონტრაქტი “ინტერთან” 2029 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. 
მარტინესი “ინტერში” 2018 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 282 მატჩში, რომელშიც 129 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა გააკეთა.