“პსჟ” მილანის “ინტერის” 26 წლის თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის გარშემო არსებულ მდგომარეობას აკვირდება.
არგენტინელი “ნერაძურისთან” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა პროცესი მარტივი არ არის.
მარტინესი ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს, “ინტერი” კი მზადაა მოთამაშეს 8 მილიონი გადაუხადოს.
ამასთან, La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ მილანური კლუბი ხელშეუხებლად არავის მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ “ინტერი” მზადაა მოლაპარაკება დაიწყოს, თუ შეთავაზება 100 მილიონი ევრო იქნება. საუბარია გარანტირებულ თანხაზე, ბონუსების გამოკლებით.
2023/2024 წლების სეზონის 30 მატჩში ლაუტარო მარტინესმა 22 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.