ინტერმა ლაციო დაამარცხა და იტალიის სუპერთასის ფინალში ნაპოლის შეხვდება

იტალიის სუპერთასის მეორე 1/2 ფინალურ მატჩში ინტერმა ლაციო მარტივად, 3-0 დაამარცხა

აღნიშნულ შეხვედრაში გოლები მარკუს ტურამმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ და დავიდე ფრატეზიმ გაიტანეს
2024 წლის იტალიის სუპერთასის ფინალში ინტერი ნაპოლის შეხვდება – მატჩი 22 იანვარს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება