ინტერმა დარმიანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

მილანის “ინტერის” მცველი მატეო დარმიანი “ნერაძურისთან” თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან ახლოს არის. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა 2025 წლამდე გახანგრძლივების ვარიანტის გააქტიურება.

33 წლის დარმიანსა და მილანურ გუნდს შორის არსებული სამუშაო ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისის ბოლოს იწურება. თავად ფეხბურთელი მზადაა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.

მიმდინარე სეზონში მატეომ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.