ინტერმა ჩალჰანოღლუს სატრანსფერო ფასი დაასახელა

მილანის “ინტერმა” დაასახელა ფასი, რომლის შეთავაზების შემთხვევაში ისინი მზად არიან ჰაკან ჩალჰანოღლუ ლონდონის “ვესტ ჰემს” მიჰყიდონ. 

Calciomercato-ს ინფორმაციით, თურქი ნახევარმცველის ტრანსფერისთვის “ჩაქუჩებს” 50 მილიონ ევროზე მეტის გასახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჩალანოღლუმ “ინტერთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. 

ჩალანოღლუმ იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.