ინტერმა ბალოგინის აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო

“არსენალის” თავდამსხმელის ფოლარინ ბალოგინის მხარე მილანის “ინტერთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ცნობილია, რომ “ინტერმა” ფორვარდის პოზიციის მთავარ სამიზნედ სწორედ ამერიკელი შეარჩია. 

ინსაიდერის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, “ინტერის” სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ 22 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დაიწყო. 
იტალიური კლუბი “არსენალთან” ოფიციალურ შეთავაზების გაკეთებაზეც მუშაობს.