22 წლის თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნი, რომელიც ლონდონის “არსენალს” ეკუთვნის, მილანის “ინტერში” არ გადავა. ამის შესახებ გამოცემა Calciomercato-ს იტყობინება.
წყაროს ცნობით, “ნერაძურის” ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებაზე, “მეთოფეების” გაბერილი სატრანსფერო მოთხოვნების გამო.
გასულ სეზონში თავდამსხმელი იჯარით ფრანგულ “რეიმსში” თამაშობდა.