ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ლაუტაროს მომავალზე კომენტარი გააკეთა

მილანის ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ გუნდის კაპიტნის, ლაუტარო მარტინესის მომავალზე ისაუბრა.

“ლაუტარო მომავალ სეზონშიც ჩვენი გუნდის კაპიტანი იქნება – ამაში დარწმუნებული ვარ. ის უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს კონტრაქტს და ინტერში დარჩება.” – ხავიერ ძანეტი.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და ჩატარებულ 280 შეხვედრაში 128 გოლი გაიტანა და 42 ასისტი გაიფორმა. 26 წლის არგენტინელს კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონი ევროა.