„ინტერის“ მცველმა, დენზელ დუმფრისმა, სიმონე ინძაგისთან მუშაობის დეტალებზე ისაუბრა.
„მწვრთნელი მატჩების დროს ყოველთვის ძალიან დაძაბულია, ის ბევრს ლაპარაკობს და ზოგჯერ, არც ვუსმენ ხოლმე, იმიტომ რომ ზედმეტი მოსდის. მას კარგად ვიცნობ – ის შეტევაში წასვლის მოტივაციას მაძლევს და ეს ძალიან მომწონს.
თუმცა, როცა შესვენების შემდეგ ფლანგს ვიცვლი ხოლმე და მისი მიშორებით ვარ, ძალიან მიხარია.
სკუდეტო – ჩვენი მთავარი მიზანია. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაზე კარგები ვიყავით, მაგრამ წელს სკუდეტო უნდა მოვიგოთ და მეორე ვარსკვლავს დავეუფლოთ. აშკარაა, რომ ჩვენგან ყველა ამას ელოდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია.“, – აღნიშნა დუმფრისმა.